logo_geo
eng_logo
„სრულად ვაქცინირებულებისთვის შობის დიდი წვეულებები უსაფრთხო არ არის“ - ამერიკის მთავარი ექსპერტი მოსახლეობას აფრთხილებს
- +

23 დეკემბერი. 2021. 15:18

 

 

„ამერიკელებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან და მიიღეს მესამე დოზაც, შეუძლიათ, საშობაოდ ოჯახთან ერთად შეიკრიბონ, თუმცა დიდ შეკრებებზე დასწრება უსაფრთხო არ არის“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ექსპერტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

 

აშშ  შობას კორონავირუსის შემთხვევების მატებით ხვდება, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირებულების რიცხვი იზრდება.

 

„ბევრ წვეულებას ესწრება 30, 40, 50 ადამიანი, მათი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ თქვენ  შესაძლოა, არაფერი იცოდეთ. „ომიკრონის“ პირობებში, ასეთი წვეულებებისგან თავშეკავება უმჯობესია“, - განაცხადა ფაუჩიმ.

 

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით,  „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე მსუბუქია, თუმცა ამერიკელებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

„ეს კარგი ამბავია, თუმცა უნდა დაველოდოთ და დავაკვირდეთ, რა შედეგი ექნება ჩვენს მოსახლეობაში, რომელსაც საკუთარი დემოგრაფიული მახასიათებლები აქვს“, - თქვა ფაუჩიმ.

 

აშშ-ში შემთხვევების 73%  „ომიკრონია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner