logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა
- +

23 დეკემბერი. 2021. 15:23

 

 

„ამ ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ 7 ნოემბერს მოხდა და დაიგეგმა არა საპოლიციო დაშლის ღონისძიება, როგორც ამას ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ ეს მძიმე კადრები ადასტურებს, რომ 7 ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

 

„საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს, ძალადობრივად დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა. როდესაც ბრალდების მხარე საქმის საგნობრივი და შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით, უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე. მან განაცხადა, რომ ის არაფერ შუაშია. მერაბიშვილს გადააბრალა მთელი მისი დანაშაული და თქვა, რომ დილით ტელევიზიით გავიგე მხოლოდ დარბევის შესახებო. თუ მხოლოდ მეორე დილით გაიგო, მაშინ მან, როგორც პრეზიდენტმა, მეორე დღეს რატომ დააჯილდოვა უმაღლესი წოდებებით ამ ძალადობის ფაქტობრივად ყველა ორგანიზატორი მაღალჩინოსანი?“ - განაცხადა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner