logo_geo
eng_logo
კულტურის პალატის ორგანიზებით ბათუმში სუხიშვილების ტრადიციული კონცერტები გაიმართება
- +

2 აგვისტო. 2016. 13:10



საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით სუხიშვილების ტარდიციულ კონცერტებს 16, 17, 18 და 19 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი უმასპინძლებს.


ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ნაციონალური ანსამბლი ბევრ სიურპიზს და გრანდიოზულ საღამოებს ჰპირდება. ტრადიციად ქცეული კონცერტებს სუხიშვილები და კულტურის პალატა  უკვე წლებია ბათუმში ატარებს.


საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner