logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე გახარიას პარტიაზე: რა საერთო იდეები ნახა ამ ახლად ჩამოყალიბებულმა პარტიამ სააკაშვილის, უგულავას, მეგისა ქარდავას მიმდევრებ-მემკვიდრეებთან?!
- +

23 დეკემბერი. 2021. 15:42

 

 

„ერთი წლის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვის: „მე თქვენ დაგასრულებთ“ სიტყვის პატრონები დღეს იმ ჯერ კიდევ დაუსრულებლებთან, ქვეყნის ტერიტორიების გამყიდველ-გამჩუქებლებთან, მწამებლებთან პოლიტიკურად ჩახუჭუჭებულ-ჩამარყუჟებულნი რომ გახდნენ!“ - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ჩხოროწყუში გახარიას პარტიის წევრის, შოთა წურწუმიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას.

 

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელია პარტიების ერთმანეთთან თანამშრომლობა, თუმცა მნიშვნელოვანია ვისთან.

 

„მას შემდეგ, რაც დაიწყო 1990-იანი წლები და პოლიტიკოსებმა საქართველოში თითქმის ორი საუკუნე ნახევრის შემდეგ კვლავ რეალობაში მოიყვანეს დიდი მოაზროვნის სიტყვები: „შეიქმნა დიდი მტრობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა/ავაზაკობა და შური ურცხვად გატეხა პირისა!“ რისი შემსწრე არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, რა არ განმიცდია, მაგრამ „ის კი არ გამიგონია, დედოფალს კოცნიდეს მაყარი“, ანუ ერთი წლის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვის: „მე თქვენ დაგასრულებთ“ სიტყვის პატრონები დღეს იმ ჯერ კიდევ დაუსრულებლებთან, ქვეყნის ტერიტორიების გამყიდველ-გამჩუქებლებთან, მწამებლებთან პოლიტიკურად ჩახუჭუჭებულ-ჩამარყუჟებულნი რომ გახდნენ!

 

ისე, საინტერესოა ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ, რა საერთო იდეები ნახა ამ ახლად ჩამოყალიბებულმა პარტიამ სააკაშვილის, უგულავას, მეგისა ქარდავას, ადეიშვილის... მიმდევრებ-მემკვიდრეებთან?! ისე, რომ გითხრათ, პარტიები საქართველოს საკეთილდღეოდ უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და ქმნიდნენ ალიანსებს, ეს დემოკრატიის ანბანია! მაგრამ ვისთან? საკითხავი აი, ეს არის, ჩემო „გეორგიუს-კოლხებიუსებო“, აი, ეს?“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner