logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი გახარიაზე: პრემიერობიდან „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეობამდე პოლიტიკური გზა უკვე ჩაძირული გემის ტოლფასია
- +

23 დეკემბერი. 2021. 15:57

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე ეხმიანება ჩხოროწყუში, საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, შოთა წურწუმიას არჩევის ფაქტს.

 

„მე თქვენ დაგასრულებთ!“ - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მუქარა იყო. ამ სიტყვებიდან სულ რაღაც წელიწადსა და ექვს თვეში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შიდა მოლაპარაკებებით გადაწყდა და ნიკანორ მელიას გადარჩენას საკუთარი პრემიერ-მინისტრობა შესწირა. ადგილობრივ არჩევნებში ცალკე პოლიტიკური მოთამაშის სტატუსს ირგებდა, მაგრამ აქაც ყველაფერი გაცხადდა. იყო კავშირები, იყო შიდა მოლაპარაკებები და დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოალიციაც ოფიციალურად გაფორმდა. რა ვთქვა, სათქმელიც არაფერია, პრემიერ-მინისტრობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეობამდე პოლიტიკური გზა უკვე ჩაძირული გემის ტოლფასია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner