logo_geo
eng_logo
აჭარაში, პანდემიის მართვაში ჩართული მედიკოსები დაჯილდოვდნენ
- +

23 დეკემბერი. 2021. 17:09

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, Covid 19-ის მართვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის, რეგიონის 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა.

 

თორნიკე რიჟვაძემ მედიცინის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაა, ყოველწლიურად იზრდება სამინისტროს ბიუჯეტი და პროექტების დაფინანსება.

 

„არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რომელიც ჩვენი რეგიონის თითოეული მცხოვრების ინტერესზეა მორგებული. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის თავდადებული შრომა, რომელსაც კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ეწევა ჯანდაცვის რგოლის თითოეული თანამშრომელი. ეს არის შრომა, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აფასებს. ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჯანდაცვაა და მომავალშიც გავაგრძელებთ იმ კონკრეტული სიახლეების დანერგვას, რომლებიც არცერთ ადამიანს შესაბამისი მზრუნველობის გარეშე არ დატოვებს”, - აღნიშნა მან.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და ასევე, დაფინანსების მოცულობა. გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. გაორმაგდა ტყვიის კვლევების დაფინანსება. გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება.

 

2021 წელს, პირველად, 3 პაციენტს, უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში დაუფინანსდა გულის გადანერგვა. მედიცინის მუშაკთა დღე ყოველი წლის 23 დეკემბერს, 1996 წლიდან აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner