logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ვიქნებით თუ არა პარლამენტში, ამ კითხვებზე პასუხს გასცემს ოქტომბერი
- +

7 მარტი. 2016. 15:50


პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მართალი არ არის, რომ რესპუბლიკურ პარტიას საკუთარ თავზე რაღაც განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს, მაგრამ არც ის არის მართალი, რომ რესპუბლიკურ პარტიას საკუთარ თავზე წარმოდგენები არ აქვს.


 

მე დანომვრას არ დავიწყებდი - პირველი, მეორე, მესამე, მეშვიდე და ასე შემდეგ. ერთი მხრივ, როდესაც კოალიცია იკრიბება, იქ ყველა პარტნიორს თავისი როლი და დანიშნულება აქვს. არის ცნობილი ფორმულა - როცა მილიონს ერთი აკლია, მილიონი არ არის და თუ ერთი მანეთი დაემატება, შემდეგ ხდება მილიონი ანუ აქ ერთიანობაზე უნდა ვისაუბროთ. ყველას თავისი ძალიან ღირსეული ადგილი და ფუნქცია აკისრია. დღევანდელი მდგომარეობით, ეს ასე გამოვიდა. ხვალინდელი მდგომარეობა როგორ იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს. ჩვენ, რესპუბლიკური პარტია, ვთვლით, რომ ვართ პირველი პარტია, მე მომწონს ჩემი პარტია და მიყვარს ჩემი პარტია და ესე იგი, მე პირველ ადგილზე ვაყენებ მას, მაგრამ კოალიციურ ერთობაში პირველი იქნება, მეორე თუ ერთნახევარი, ამაზე მსჯელობა იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბევრია ისეთი, რომელთაც რესპუბლიკური პარტიის არათუ პარლამენტში, არამედ მისი ზოგადად, საქართველოში ყოფნა არ სურს.



არჩევნებზე საკითხს არჩევნები გაარკვევს. სპეკულაციები იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, სპეკულაციებია და მეტი არაფერი. რესპუბლიკური პარტია პარლამენტში არ შექმნილა. არიან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შეიქმნენ. რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებაში არ შექმნილა - არიან პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში შეიქმნენ. რესპუბლიკური პარტიას ოპოზიციური საქმიანობის გაცილებით მდიდარი გამოცდილება აქვს და საკმაოდ ეფექტური და სასარგებლო საქმიანობის, ვიდრე სახელისუფლებო საქმიანობის. ასე რომ, პარტია, როგორც პარტია, ჩვენს მომავალს საკმაოდ მშვიდად ვუყურებთ. არ გავმქრალვართ და არ დავკარგულვართ განვლილი 35 წლის განმავლობაში და როგო მინიმუმ მომდევნო 35 წელი ასევე იქნება. ჩვენ ვიცით, როგორ ვემსახუროთ ქვეყანას ხელისუფლებაში და ჩვენ ვიცით, როგორ ვემსახუროთ ქვეყანას ოპოზიციაში. საკითხი იმის შესახებ, სად და როგორ ვიქნებით, პირველ რიგში დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მეორე რიგში - პოლიტიკურ პარტნიორებზე. რესპუბლიკური პარტია არ აცხადებს პრეტენზიას, ამბიციას ან თუნდაც სამომავლო სურვილს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე არჩევნებში ჩვენ 55%- მივიღებთ და მხოლოდ ჩვენ ვმართავთ ქვეყანას. ეს ასე არ იქნება. ეს არ იქნება სწორი და არც რეალისტური. ამიტომ, ვიქნებით თუ არ ვიქნებით პარლამენტში, გვექნება თუ არა პარტნიორული ურთიერთობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ, ამ კითხვებზე პასუხს გასცემს ოქტომბერი და არა დავით უსუფაშვილი. ასე დგას საკითხი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner