საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი დღეს სასამართლოს არ დაესწრებოდა, ვინაიდან მას არგუმენტები არ აქვს. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი დღეს სასამართლოს არ დაესწრებოდა. მას არგუმენტები არ აქვს. რა უნდა თქვას, 7 ნოემბერი არ დამიშლიაო, როცა იქ ალყაში მოამწყვდიეს ხალხი და ჩახოცეს? სათქმელი არაფერი აქვს და სწორედ ამიტომ დარჩა იქ, სადაც არის დროებით მოთავსებული. მე არ მქონია მოლოდინი, რომ დღეს სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, მით უმეტეს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმეზე“, - აცხადებს ზარქუა.