ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრაზე საუბრობს.
როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი ინფორმაციით, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობას გამოაცხადებს:
„ჩემი ინფორმაციით, ხვალ გახარია შეხვდება მიშა სააკაშვილს, რის შემდეგაც ის შიმშილობის დაწყებას აპირებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი