logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავას და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა არ შედგა
- +

2 აგვისტო. 2016. 13:52

 



საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავას და ე.წ კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა არ შედგა.


პროცესი  ბათუმში დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო,  თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, პროცესი არ შედგა.


სასამართლოში სამი პირველი კოლეგიის მოსამართლე ქეთევან ერემაძე, კონსტანტინე ვარძელაშვილი და მაია კოპალეიშვილი მივიდნენ. პროცესზე არ მისულან თამაზ ცაბუტაშვილი და მერაბ ტურავა.


მეორე კოლეგიის სამი მოსამართლე -  ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა თბილისში იმყოფებიან. ისინი დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ.

 

„კაბელების საქმეზე" პროცესი დღეს არ ჩატარდება, რადგან სამი მოსამართლე დღეს ვხვდებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პროცესის ჩასატარებლად კი საჭიროა 6 მოსამართლე. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ადვოკატისთვის", - განმარტა ზაზა თავაძემ.


სულ საკონსტიტუციო სასამართლოში 9 მოსამართლეა.   სხდომის ჩასატარებლად პლენუმის 9 მოსამართლიდან პროცესზე სულ მცირე 6 მოსამართლე უნდა გამოცხადდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner