logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პირველად მესმის მოშიმშილეებთან ჟურნალისტებს არ უშვებდნენ
- +

23 დეკემბერი. 2021. 23:07

 

 

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„პირველად მესმის მოშიმშილეებთან ჟურნალისტებს არ უშვებდნენ.

▪️საქართველოში 2019 წლიდან დღემდე 2.257 პატიმარი შიმშილობდა. მათ რაღაც მოთხოვნები ჰქონდათ.

▪️ახლა პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით აქტივისტები შიმშილობენ, ნებით, დავალებით, ფულით, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან აბსურდული მოთხოვნაა.

▪️თავად ე.წ. მასობრივი შიმშილობა ორგანიზებულია მხოლოდ პრეზიდენტზე ზეწოლის მიზნით. ამას ყველა ხვდება.

▪️რაც შეეხება მედიის დაშვების აკრძალვას, ნონსენსია. მსგავსი არ გამიგია.

▪️რა ახსნა აქვს, ვის და რატომ ემალებით? თუ გგონიათ სახალხო დამცველის ან ემპათიების ზედამხედველობა არც ვინმეს აინტერესებს, ვერც მედიას ჩაამაცვლებს. მედიის დაშვების აკრძალვით, საზოგადოებას უკეტავთ დაშვებას. შესაბამისად პოლიტიკური აქტი აღარაა. არც ნდობაა.

▪️ვინ გაძლევთ ამ რჩევებს?

▪️აქვე დავწერ, რაღამც შევეხე. განდისთან და მანდელასთან ამ "აქტის" შედარება სრული უცოდინარობაა.“-  წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner