logo_geo
eng_logo
რელიგიის სააგენტო კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს
- +

2 აგვისტო. 2016. 14:09


 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საზოგადოებას ილიაობას, ხოლო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს.

 დღეს ქართული ეკლესია წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესვე, ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველის, ელია თეზბიტელის ხსენების დღეა, რომელსაც ილია - ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველად აღიარებული მწერალი, პუბლიცისტი, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი გამორჩეულად აღნიშნავდა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა, პატრიარქის, რომლის სახელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღმავლობა, მისი ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ ილიაობას, საქართველოს პატრიარქს დიდი პატივისცემით ულოცავს ანგელოზის დღეს, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  მილოცვაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner