logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: გუშინ ერთ-ერთ ტელეეთერშიც განვაცხადე და დღესაც მინდა გავიმეორო…
- +

24 დეკემბერი. 2021. 03:04

 

 

ექსპერტი, მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

“... გუშინ ერთ-ერთ ტელეეთერშიც განვაცხადე და დღესაც მინდა გავიმეორო:

 

-  იმ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, ვინც 2003 წლის შემოდგომას სიმღერებით, ლექსებით, იარაღითა თუ მჭევრმეტყველებით, ზოგიერთი მათგანი კი უწმინდესთან საპატრიარქოში სირბილით და საქართველოს მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის რეალურად იზოლაციაში გადაყვანით ხელი შეუწყო ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის ხროვის ხელისუფლებაში მისვლას და შედეგად სააკაშვილის პრეზიდენტად თითქმის ერთხმად არჩევას, დღეს მაინც ნუ იგლეჯავთ თმებს და ნუ გაჰყვირიხართ,  რომ თურმე საქართველოს 9 წლის განმავლობაში გიჟი და მანიაკი მართავდა!!!

 

ზუსტად თქვენი მეოხებით მოხვდა ის ხელისუფლების ოლიმპზე და არა დასავლეთისა და განსაკუთრებით აშშ-ს ადმინისტრაციის ხელშეწყობით, რომელსაც ასე მონდომებით ამტკიცებდით თვითეული თქვენგანი - ე.წ. "წვიმის მუსიკოსებიდან" დაწყებული,  კანცელარიისა და პარლამენტის კაბინეტებში მჯდომებითა და მაშინდელი სასამართლო სისტემის უმაღლესი ხელმძღვანელით დამთავრებული!!!

 

იმ 9-წლიანი უბედურების უშუალო შემოქმედთებთან ერთად პირადად თქვენც ხართ დამნაშავე იმ წლებში საქართველოში გაჩაღებულ ხოცვა-ჟლეტვაში და ქვეყნის განადგურებასა და დაქცევაში!!!

 

ვიდრე თქვენ არ აღიარებთ თქვენს ამ უბედურებას და არ გაეცლებით საჯარო სივრცესა და პოლიტიკურ პროცესებს, ამ ქვეყანაში ვერც შერიგების აქტი იქნება გულწრფელი და ვერც საარჩევნო პროცესი - გამჭვირვალე!!!

 

გაეცალეთ პოლიტიკას!

 

გაეცალეთ საჯარო გამოსვლებს და ადამიანების დამოძღვრას!

 

დაუთმეთ ასპარეზი მართლა პატიოსან, ქვეყნისა და სახელმწიფოს ერთგულ და კომპეტენტურ ადამიანებს!!!

 

უპირველესად თქვენი ფარისევლობით დაღუპეთ ეს ქვეყანა !!!

 

ეხლა მაინც იყავით მართალნი და გულწრფელნი !!!,, - წერს ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner