იტალიის ხელისუფლებამ, კოვიდის გავრცელების შესაკავებლად, ახალი რეგულაციები დააწესა, მათ შორის - ნიღბის სავალდებულო ტარება გარე სივრცეებშიც. გამოვლენილი შემთხვევების მესამედი უკვე „ომიკრონია“.
სტადიონებზე, მუზეუმებში, კინოთეატრებში და თეატრებში შესასვლელად, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ უფრო მეტი დაცვის მქონე FFP2 ნიღაბი იქნება სავალდებულო. დაიხურება ღამის კლუბები
რეგულაციები 30 დეკემბერს შევა ძალაში და 31 იანვრამდე გასტანს.
1-ლი თებერვლიდან მთავრობა „მწვანე პასპორტების“ ვალიდაციის ვადას 9-დან 6 თვემდე შეამცირებს. ადამიანები, რომელთა ტესტიც უარყოფითია, თუმცა არ არიან ვაქცინირებულები, ვერ შევლენ ბარებსა და რესტორნებში.
ხუთშაბათს იტალიაში კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 168 ადამიანი.