logo_geo
eng_logo
რამდენიმე დღეში იტალიაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება - რა მოთხოვნებს უწესებენ მოსახლეობას ღია და დახურულ სივრცეებში
- +

24 დეკემბერი. 2021. 10:43

 

იტალიის ხელისუფლებამ, კოვიდის გავრცელების შესაკავებლად, ახალი რეგულაციები დააწესა, მათ შორის - ნიღბის სავალდებულო ტარება გარე სივრცეებშიც. გამოვლენილი შემთხვევების მესამედი უკვე „ომიკრონია“.

სტადიონებზე, მუზეუმებში, კინოთეატრებში და თეატრებში შესასვლელად, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ უფრო მეტი დაცვის მქონე FFP2 ნიღაბი იქნება სავალდებულო. დაიხურება ღამის კლუბები

რეგულაციები  30 დეკემბერს შევა ძალაში და 31 იანვრამდე გასტანს.

1-ლი  თებერვლიდან მთავრობა „მწვანე პასპორტების“ ვალიდაციის ვადას 9-დან 6 თვემდე შეამცირებს. ადამიანები, რომელთა ტესტიც უარყოფითია, თუმცა არ არიან ვაქცინირებულები, ვერ შევლენ ბარებსა და რესტორნებში.

ხუთშაბათს იტალიაში კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 168 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner