სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, ჰარიმ და მეგანმა თავიანთი ქალიშვილის, ლილიბეტის ფოტო პირველად გამოაქვეყნეს.
ეს ლილიბეტის პირველი ოფიციალური ფოტოა. ის ტრადიციულ საშობაო ღია ბარათზეა განთავსებული, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები შობის წინ აქვეყნებენ. ფოტო, რომელზეც მთელი ოჯახია აღბეჭდილი, აშშ-ში, მათ სახლშია გადაღებული.
მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მეორე შვილი, ლილიბეტი, 4 ივნისს შეეძინათ.