„ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადის სამ თვემდე შემცირება იქნება ის რეალური შესაძლებლობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს კორონავირუსის ინფიცირებისგან, ასევე საავადმყოფოში მოხვედრისას მძიმე შემთხვევების განვითარებისა და ლეტალობისგან თავის დაცვის საშუალებას მისცემს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ევროპის ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან.
„ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ბუსტერის ვადად განისაზღვრა სამი თვე. ეს არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის ბუსტერ-დოზით, იმუნური პასუხის გაძლიერებით, ეფექტურად შეებრძოლონ კორონავირუსს და ეს არის სწორედ რაც ახლა ქვეყანას სჭირდება. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადის სამ თვემდე შემცირება იქნება ის რეალური შესაძლებლობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს კორონავირუსის ინფიცირებისგან, ასევე საავადმყოფოში მოხვედრისას მძიმე შემთხვევების განვითარებისა და ლეტალობისგან თავის დაცვის საშუალებას მისცემს. საქართველოში მიღებული ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ევროპულ გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ბუსტერ-დოზის გაკეთება „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი, ხოლო „სინოფარმისა“ და სინოვაკის“ ჩატარებიდან სამ თვეში, ახალი რეკომენდაციით კი ბუსტერ-დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინისთვის უკვე მესამე თვიდანაა შესაძლებელი.