ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, რამდენიმე ვერსია იყო „ნაციონალური მოძრობის“ თავში და ტვინში და ხერხემალი ბიძის მეშვეობით ერთ-ერთი ვერსია, რაც მათ მოიფიქრეს, იყო მიხეილ სააკაშვილის გიჟად შერაცხვა.
როგორც ექსპერტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა საბოლოო ჯამში ისინი ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნდეს უკან რუსთავის დაწესებულებაში.
„რამდენიმე ვერსია იყო „ნაციონალური მოძრობის“ თავში და ტვინში და ხერხემალი ბიძის მეშვეობით ერთ-ერთი ვერსია, რაც მათ მოიფიქრეს იქნებ გიჟად შევრაცხოთ, ამაზე ფიქრობდნენ, რამდენიმე კონსილიუმის დასკვნები იყო ამის თაობაზე, რომ ფსიქიურად ცოტა ვერ არის და ასე შემდეგ, მაგრამ არც ისე შტერები არიან იმისათვის, ვერ მიხვდნენ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, შესაძლოა კიდევ საერთაშორისო მედიკოსები და ექსპერტები ჩაერიონ ამ საქმეში და სამუდამოდ ექნება მას ეს იარლიყი, რომ ფსიქიურად შეშლილი არის. ეს დაასრულებს მის პოლიტიკურ კარიერას და თვითონ ნაციონალური მოძრაობისთვისაც არ არის კარგი მომენტი, რომ მათი ლიდერი გიჟი აღმოჩნდა. შემდეგი თემა არის, რომ ის არის წამების მსხვერპლი და აქ დაავადდა. როგორც მისმა ბიძამ განაცხადა მთავარია გავიყვანოთ ეს ადამიანი სამკურნალოდ. ორი კურდღლის მოკვლაზეა აქ საუბარი. ერთი, რომ გაყვანის შემთხვევაში რეალურად ექნება შანსი, რომ მან ციხეს დააღწიოს თავი და მეორე, დაამტკიცებენ ამით, რომ ის მართლაც არის წამებული და მართლაც იყო მასზე ის ზეწოლები რის გამოც ეს მკურნალობა არის საჭირო. საბოლოო ჯამში ისინი ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნდეს უკან რუსთავის დაწესებულებაში“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.