logo_geo
eng_logo
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ბუსტერ-დოზებით იმუნიზაციის რეკომენდაცია მიეცათ
- +

24 დეკემბერი. 2021. 12:39

 

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს „მკაცრად მოსთხოვენ“,  რომ ყველა მათგანმა ქვეყანაში ჩასვლამდე მიიღოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ბუსტერ-დოზა.

 

ოლიმპიური თამაშების კომიტეტის უფროსის მოადგილემ, ჰუანგ ჩუნმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო კომიტეტმა სრულ თანხმობას მიაღწიეს აღნიშნულ საკითხში.

 

ჰუანგ ჩუნგის თქმით, ბევრი ქვეყანა  უკვე დადებითად გამოეხმაურა  აღნიშნულ გადაწყვეტილებას - რომ უნდა მოხდეს ყველა ათლეტის ბუსტერ-დოზებით იმუნიზაცია.

 

შეგახსენებთ, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე  ერთ თვეზე ნაკლები რჩება, რის გამოც მთავრობა, ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,  ვიზიტორების მიმართ რეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner