კვორუმის არარსებობის გამო სენაკის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო. დღევანდელ სხდომას „ქართული ოცნების“ არც ერთი წევრი არ დაესწრო.
ასევე არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის წევრების ნაწილი, რის გამოც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, სხდომა გადადებულიყო.
მომდევნო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება. სენაკის საკრებულოში 33 წევრი ირიცხება. აქედან 16 „ქართული ოცნების“, 13 „ნაციონალური მოძრაობის“, 4 კი პარტია „საქართველოსთვის“ წევრია.