„მეტის ღირსები არ ხართ, ეგ უნდა იკითხოთ, მაგ ნაგავით უნდა მიიღოთ „განათლება!“– ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შიმშილობას.
„თქვენ არ გეღირსოთ მეტის წაკითხვა!
თქვენ არ გეღირსოთ ოკუპანტი დოსტოევსკის, ტოლსტოის, ტურგენევის, გოგოლის, პუშკინისა და სხვათა წიგნების ხელში აღება!
აღარაფერს ვამბობ ოკუპანტ ბულგაკოვზე, ჩეხოვზე, გორკსა და ლერმონტოვზე!
თქვენ არ გეღირსოთ ჰემინგუეის, ჯეკ ლონდონის, ფიცჯერალდის, ალან პოს, დრაიზერისა და სტაინის ნაწარმოებთა გადაშლა!
აღარაფერს ვამბობ სტეინბეკსა და მარკ ტვენზე… სად გაქვთ მაგდენი ტვინი?!
ეგ არი, მეტის ღირსები არ ხართ, ეგ უნდა იკითხოთ, მაგ ნაგავით უნდა მიიღოთ „განათლება“!
თითი გააყოლე, ბიჭო, თითი, ემანდ არაფერი გამოგეპაროს!
მმმუუუუუჰაჰაჰაჰაჰაჰა!!!“ – წერს გელა ზედელაშვილი.