logo_geo
eng_logo
ჩეხეთის მოსახლეობის 52% მხარს სავალდებულო ვაქცინაციას უჭერს
- +

24 დეკემბერი. 2021. 16:41

 

ჩეხეთის მოსახლეობის 52% სავალდებულო ვაქცინაციას უჭერს მხარს, ხოლო 42% საპირისპირო აზრზეა.

 

აღნიშნული გამოკითხვა კომპანია „NMS Market Research“-მა ჩაატარა, – იტყობინება Czech Radio.

 

ამასთან, სავალდებულო ვაქცინაციას არავაქცინირებულთა 89% ეწინააღმდეგება და ვაქცინირებულთა – 26%.

 

ასევე, აცრილი და აუცრელი ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ კორონავირუსის საფრთხეებს.

 

ასე, მაგალითად, არავაქცინირებულთა​ 56%-ს მიაჩნია, რომ ვაქცინაცია უფრო საშიშია, ვიდრე – თავად კორონავირუსი. აცრილებს შორის ამგვარად მხოლოდ 13% ფიქრობს.

 

ჩეხეთმა დეკემბერში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია დაამტკიცა.

 

მოთხოვნა ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევა.

 

გარდა ამისა, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, მეხანძრეებსა და პოლიციელებისთვის, ასევე, სამედიცინო უმაღლესების სტუდენტებისთვის, რომლებიც ემზადებიან სოციალურ სამსახურში სამუშაოდ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner