logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი თანმიმდევრულად და სტაბილურად იკლებს
- +

24 დეკემბერი. 2021. 16:48

 

„ვინაიდან მისი იაფფასიანი სპექტაკლები საზოგადოების კონსოლიდაციისთვის საკმარისი არ არის, მან მთელი პარტიის აქტივის ჩართვა გადაწყვიტა და ფიქრობს, იქნებ 300 კაცის შიმშილობამ მაინც მიიქციოს საზოგადოების ყურადღება“, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს და აქვეყნებს გრაფიკს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ბოლო 6 თვის ინტერაქციის ინტენსიურობას ასახავს.

 

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, სააკაშვილის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იკლებს, რაზედაც მოცემული გრაფიკიც მიანიშნებს, ამიტომ ცდილობს სხვადასხვა ხერხით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.

 

„ეს გრაფიკი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდის ბოლო 6 თვის ინტერაქციის ინტენსიურობას ასახავს. დიაგრამა მოცემულია თითოეულ აქტივობაზე საშუალო შეწონილი ჩართულობის (Interaction rate, per post) მიხედვით.

 

ზოგადად, როგორც წესი სოციალური ქსელების ინტერაქცია, ამა თუ იმ საკითხის ან/და პიროვნების მიმართ საზოგადოების ინტერესის ერთ-ერთი ინდიკატორია. მოცემული გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი თანმიმდევრულად და სტაბილურად იკლებს; ნათელია, რომ მისი საცირკო-საესტრადო წარმოდგენები საზოგადოებაში ინტერესის გაღვივებას ვერ იწვევს; ვინაიდან მისი იაფფასიანი სპექტაკლები საზოგადოების კონსოლიდაციისთვის საკმარისი არ არის, მან მთელი პარტიის აქტივის ჩართვა გადაწყვიტა და ფიქრობს, იქნებ 300 კაცის შიმშილობამ მაინც მიიქციოს საზოგადოების ყურადღება; ეს გრაფიკი აჩვენებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი იქონია; შეიძლება ითქვას, რომ უნიჭო კამპანიებმა - „გადაიყვანეთ პრეზიდენტი“, „არ აწამო პრეზიდენტი“, „პუტინი ივანიშვილის ხელით კლავს სააკაშვილს“ და სხვა სასაცილო გზავნილებმა, საზოგადოებრივ განწყობებზე მცირედითაც კი ვერ იმოქმედა;

 

ასევე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. ყველა შეგუებულია და ყველასთვის მისაღებია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბინადრობის მოცემულობა“, - წერს ანდრია გვიდიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner