logo_geo
eng_logo
კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა
- +

24 დეკემბერი. 2021. 17:59

 

კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკიე ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემა წერს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანას ისახავს მიზნად.

 

პეტრო პოროშენკოს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტი საპროცესო მოქმედებების გასატარებლად 23 დეკემბერს დაიბარა. პოროშენკო საზღვარგარეთ იმყოფება და საგამოძიებო ბიუროში მისი ადვოკატები მივიდნენ.

 

პეტრო პოროშენკოს ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში, მაგრამ ეს არ მოხდება იმ თარიღში, როდესაც ამას პროკურატურა და გამოძიების სახელმწიფო ბიურო მოითხოვენ.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკოს დაკავების შუამდგომლობას უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სიმონენკომ მოაწერა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნაა გათვალისწინებული.

 

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს. ის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე 23 დეკემბერს იყო დაბარებული.

 

https://ukranews.com/news/823614-sud-razreshil-zaderzhat-poroshenko-istochnik?fbclid=IwAR1e5p2EL3mI72Sk2kv5VoL8YuiiuQ1Xg6PEcsNxzcYQ1XQ0JXmp4zH6v_0

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner