logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ძველი ლიფტების ევროპული, თანამედროვე და რაც მთავარია, ყველასთვის უსაფრთხო ლიფტებით ჩანაცვლება
- +

24 დეკემბერი. 2021. 18:52

 

„გუნდმა უფასო ლიფტების საკითხზე ვიმუშავეთ, გვქონდა პრეზენტაცია და პირველი იანვრიდან მუნიციპალიტეტი ამხანაგობის მომართვის შემთხვევაში უზრუნველყოფს თავის თავზე აიღოს ის ხარჯი, რა ხარჯიც მოსახლეობას უწევდა აქამდე გაეღო,“ - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„2022 წლის ბიუჯეტი ქალაქ რუსთავში ნამდვილად შთამბეჭდავია, 50 მილიონი იყო გასულ წელს რითაც დავიწყეთ და 81 მილიონით შევხვდებით 2022 წელს. პირველ ეტაპზე სამი მილიონი ლარი გავითვალისწინეთ სწორედ ლიფტების როგორც რეაბილიტაცია, ასევე მოვლა-პატრონობის ნაწილში. თქვენ იცით, რომ 1200 ლიფტიდან, თითქმის ყველა არის ამორტიზებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ესეც იყო მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ დაგვეწყო რაც შეიძლება სწრაფად ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი. მაგალითად მეგობრობის გამზირზე ეს პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს, ასევე პრემიერის დახმარებით, გასულ წელს 3 მილიონი ლარი მივმართეთ ამ მიმართულებით. ჩვენ, გუნდმა უფასო ლიფტების საკითხზე ვიმუშავეთ, გვქონდა პრეზენტაცია და პირველი იანვრიდან მუნიციპალიტეტი უკვე ამხანაგობის მომართვის შემთხვევაში უზრუნველყოფს თავის თავზე აიღოს ის ხარჯი, რა ხარჯიც მოსახლეობას უწევდა აქამდე გაეღო. დაახლოებით 70 000 ადამიანი სარგებლობს ამ 1200 ლიფტით ყოველდღე, და დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი იხარჯებოდა მათი მხრიდან მომსახურებაში. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ უფრო წინ, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ძველი ლიფტების ახლით ევროპული, თანამედროვე, რაც მთავარია, ყველასთვის უსაფრთხო ლიფტებით ჩანაცვლება და იქამდე სანამ ჩვენ ამ უსაფრთხო და თანამედროვე სერვისს შევთავაზებთ ჩვენ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ყოველწლიურად ამ ხარჯის დაფარვას. ასე რომ, პირველი იანვრიდან, ნებისმიერი ამხანაგობა შეძლებს რომ მიმართოს მუნიციპალიტეტს და ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner