logo_geo
eng_logo
ტრისტან წითელაშვილი „რუსთავი 2“-ს უჩივის
- +

2 აგვისტო. 2016. 14:57



ყოფილი პოლიტპატიმრმა და  სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2-თან" დაკავშირებით ისაუბრა. წითელაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2-ის" გადაცემა „P.S."-ში მასთან დაკავშირებით გასული სუჟეტი დარღვევით გავიდა. როგორც წითელაშვილმა აღნიშნა, ის ითხოვს აღნიშნულ საქმეში ჩაერთოს სახელმწიფოს სპეცსამსახურები და  გამოძიება დაიწყოს.  


„სიუჟეტი, რომელიც გავიდა გადაცემა „P.S-ის" მეშვეობით  დაჭრილი და დამახინჯებული იყო. ფული, რომელიც სააკაშვილმა  ქვეყანას მოპარა და სამხედრო დანაშაულებებზე, რომელიც მაშინდელმა გენერალურმა შტაბის უფროსმა  გიგი კალანდაძემ ჩაიდინა, ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მაგრამ „P.S- მა" ეს ყველაფერი გადააკეთა, თითქოს ვარ აგენტი, წვდომა მაქვს საიდუმლო ბაზებთან. იქ ვაწარმოებთ ჩაწერებს, გადაღებებს და ვაწვდით რუსეთის სპეცსამსახურებს. ჩვენ ვითხოვთ, ამ საქმეში ჩაერთოს სახელმწიფოს სპეცსამსახურები და დაიწყოს ამასთან დაკავშირებით გამოძიება. ამავდროულად ჩვენ წავედით სასამართლოს წესით, რადგან ეს არის პატივის და ღირსების შელახვა. პირველი, არ ვყოფილვარ სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებული, გამასამართლეს ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, მოხმარებისათვის. მეორე, თავდაცვის სამინისტროში, როგორც სამხედრო ექსპერტმა მასალების შესწავლა დავიწყე, იმ თემების და დანაშაულებების, რომელიც ჩადენილი იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. კონკრეტულად, კეზერაშვილის და ბაჩანა ახალაიას მინისტრობის დროს. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა. პირველი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ხელში ჩავარდა იყო 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ეს არის საჯარო დოკუმენტი არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს",- განაცხადა წითელაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner