logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში ზედიზედ მესამედ დღიური ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება
- +

24 დეკემბერი. 2021. 21:40

 

დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 122 186 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.

 

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსსს 137 ადამიანი ემსხვერპლა. 22 დეკემბერს ქვეყანაში კორონავირუსი 106 122 ადამიანს, 23 დეკემბერს კი 119 789 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამისად, ზედიზედ მესამე დღეს ბრიტანეთში დღიური ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner