logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს
- +

24 დეკემბერი. 2021. 23:12

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს, თუ სომხურ-თურქული დიალოგის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

 

„ერდოღანთან შეხვედრის იდეა არ არსებობს, მაგრამ თუ ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელს, რუბენ რუბინიანსა და მის თურქ კოლეგას შორის მოლაპარაკების პროცესი წარმატებული იქნება და ასეთ წერტილამდე მივა, ამას უნდა მოჰყვეს უმაღლესი დონის შეხვედრები. თურქეთთან დელიკატური ურთიერთობა გვაქვს და ეს საკითხი ძალიან ემოციურად აღიქმება. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევქმნათ სატრანზიტო მარშრუტები, ავამოქმედოთ სომხეთ-თურქეთის რკინიგზა, ვიმსჯელოთ საჰაერო მიმოსვლის გახსნაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა Facebook-ლაივის დროს.

 

რამდენიმე დღის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებში სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა შესაძლოა უახლოეს მომავალში გაიმართოს. სპეცწარმომადგენლად ანკარამ აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ ქილიჩი, ერევანმა კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი დანიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner