logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: ვიდეოჩანაწერებს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ხელისუფლება ქმნიდა
- +

2 აგვისტო. 2016. 15:04



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულებზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას რიგ შემთხვევაში გამართლებულად მიიჩნევს.


„მიმაჩნია, რომ პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს ცალკეული პირების მიმართ რას დაობდა. თუ გამოძიებას მიეცემა იმის საშუალება, რომ დანაშაულის პირველ პირამდე მივიდნენ, საპროცესო გარიგებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ყველაზე საინტერსო არის ის, საიდან ჩნდება ეს ვიდეოჩანაწერები, ვინ არის პირველადი წყარო. ესაა ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ხელისუფლება ქმნიდა. პირველ წყაროსთან მიმართებაში თუ გამოძიება უფრო წინ წავა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ სამ ადამიანთან მიმართებაში როგორ მოიქცევა. აღიარება და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა, შეიძლება, ამის წინაპირობა იყოს, თუ ეს ღირებული თანამშრომლობაა", - განაცხადა ფოფხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner