logo_geo
eng_logo
რუსთავის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ქალაქის მერიისგან საჩუქრები დაურიგდათ
- +

25 დეკემბერი. 2021. 11:14

 

რუსთავის ბაღებში ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის საახალწლო ტრადიცია, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღადგინეს. რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი 6200-მა ბავშვმა მიიღო.

 

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, რუსთავის #34 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა და პატარებს საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცა.

 

„დღეს 6200-მა ბავშვმა რუსთავის მერიისგან და ბაგა-ბაღების გაერთიანებისგან, საჩუქრად ტკბილეული მიიღო. გვინდა ყველას მივულოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვოთ ძლიერ, ერთიან და კარგ ქვეყანაში ცხოვრება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაორივე ფილიალში, სადღესასწაულო საჩუქარი საშობაო არდადეგების დაწყებამდე სრულად დარიგდება.

 

კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რუსთავის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი თავისუფალი დასწრების რეჟიმში მიმდინარეობს. საჩუქარი გადაეცემათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ამ ეტაპზე, სააღმზრდელო პროცესს არ ესწრებიან. საშობაო არდადეგები რუსთავის საბავშვო ბაღებში 25 დეკემბრიდან, 17 იანვრამდე გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner