logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
- +

25 დეკემბერი. 2021. 11:47

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით, 37 მილიონ ლარზე მეტია.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები:

23 კილო და 759 გრამი „ჰეროინი“

12 127 ტაბლეტი „სუბუტექსი“

9 კგ კოკაინი

220 გრამი „მდმა“

347 გრამი „მეტადონი“

1 ტონა და 655 კგ კანაფი

1 ტონა და 15 კგ „მარიხუანა“

„მდმას“ შემცველი 1000 ტაბლეტი

367 კაფსულა/ტაბლეტი „ტრამადოლი“

„მეტადონის“ შემცველი 125 ტაბლეტი

„896 გრამი კანაფის ფისი

„229 გრამი „ალფა პვპ“

679 კაფსულა „პრეგაბალინი“

260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება

580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“

 

სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

 

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner