logo_geo
eng_logo
ზიგმარ გაბრიელი: ევროკავშირმა თურქეთს მისი დაშანტაჟების უფლება არ უნდა მისცეს
- +

2 აგვისტო. 2016. 15:36



გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელიმ ანკარის მხრიდან მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომ  ევროკავშირმა თურქეთს მისი დაშანტაჟების უფლება არ უნდა მისცეს.


ზიგმარ გაბრიელის განმარტებით, უვიზო რეჟიმის მიღება მხოლოდ თურქეთზეა დამოკიდებული.

 

უვიზო მიმოსვლის დაწესების პირობა უცვლელი რჩება: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თურქეთი ყველა ევროპულ სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამ დროისთვის კი ეს პირობები არ სრულდება"- განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.


რამდენიმე დღის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა ევროკავშირთან გაფორმებულ საიმიგრაციო შეთანხმებას არ შეასრულებს, თუ ოქტომბრამდე უვიზო რეჟიმს არ მიიღებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner