logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: არავინ უნდა დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში, ვინც დანაშაულს არ აღიარებს და არ მოინანიებს
- +

25 დეკემბერი. 2021. 13:10

 

 

„ცალკე თემაა და უტიფრობაა ის, რომ 20 ივნისს და 7 ნოემბერს ადარებენ. 20 ნოემბრის პროვოცირებაც ზუსტად ამ ამოცანას ემსახურებოდა, რათა თავი გაეიგივებინათ მოქმედ ხელისუფლებასთან“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყებს.

 

„7 ნოემბრის საქმეზე ვუსმინე სააკაშვილის ადვოკატს და თანაპარტიელებს. ზაზა გოგავას და ნინო ბურჯანაძის ხელახალ გამოკითხვას ითხოვენ.

გოგავას თვალებში ჩახედავენ, შეეშინდება და ჩვენებას შეცვლის? ჯერ ერთი, ისედაც არ უნდა შეესრულებინა ანტიკონსტიტუციური ბრძანება. ჯარის ამოცანა საუკუნეებია საკუთარი ხალხის, მამულის და რწმენისთვის ბრძოლა იყო. ამათ მოსახლეობის საცემად გამოიყვანეს.

 

აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ მოშიმშილეები დაუნდობელი სისატიკით აყარეთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, ახლა რომ "მასობრივ" და "ჩანაცვლებით" "შიმშილობის" სპექტაკლს დგამთ საერთაშორისო თანამეგობრობისთბის და პრეზიდენტზე ზეწოლისთვის. ჰოდა, რას ელოდებით ყოფილი გენშტაბის უფროსისგან, თავის თავზე აიღებს და იტყვის შეიარაღრბული ძალები მოსახლეობის წინააღმდეგ თვითნებურად გამოვიყვანეო?

 

ადრეც დავწერე და გავიმეორებ, ყველა ძალოვანი და გასამხედროებული სტრუქტურა იქნა გამოყვანილი, რასაც მხოლოდ უმაღლესი მთავარსარდლის წერილობითი ბრძანება ესაჭიროება. პროკურატურამ უნდა მოიძიოს ეს ბრძანება. თუ არ არსებობს, ეს კიდევ ცალკე დანაშაულია. ადვოკატი ამბობს, პრეზიდენტი მუდმივად ესაუბრებოდა ძალივნებს და რა გასაკვირია მერაბიშვილთან განხორციელებული ზარებიო. უტიფრობაა.

 

განა უბრალოდ 1-2 ზარზეა საუბარი? ჯერ ერთი, ყოველ დღე რომ ყველა ძალოვნისთვის თუნდაც ერთხელ დაერეკა, იშვიათი დღე იქნებოდა. აქ კი საუბარია მხოლოდ მერაბიშვილთან 60 ზარზე, რაც ნიშნავს, რომ მცოლოდ მერაბიშვილს ურეკავდა ყოველ 15-20 წუთში. არ ვიცით საუბრების ხანგრძლივობა. ასევე მუდმივად რეკავდა სხვა ძალოვნებთან, დიდი ალბათობით სპიკერთან, პოლიტიკოსებთან, თბილისის მერთან და ა.შ.

 

ანუ, სააკაშვილი რომ ამბობს დილით გამაღვიძეს და შემდეგ ტელევიზიით ვადევნებდი თვალს და მერაბიშვილს რომ შესტენა ყველაფერი, არავინ ედავება რუსთაველზე დადიოდი და პირადად იქედან მართავდიო. ედავებიან იმას, რომ მთელი სამხედრო ძალები გამოიყვანა და ტელეფონით პირადად მართავდა პროცესებს. მხოლოდ შსს მინისტრს 60-ჯერ (40-ჯერ დილიდან იმედის დარბევამდე) რომ ელაპარაკა, რა თემებზე საუბრობდნენ? ძალადობის შეწყვეტა მოისურვა და მერაბიშვილი ან სხვა ძალოვნები არ დაემორჩილნენ? თუ პირიქით აქეზებდა?

 

ცალკე თემაა და უტიფრობაა ის, რომ 20 ივნისს და 7 ნოემბერს ადარებენ. 20 ნოემბრის პროვოცირებაც ზუსტად ამ ამოცანას ემსახურებოდა, რათა თავი გაეიგივებინათ მოქმედ ხელისუფლებასთან. პოლიციის მოქმედებებისას გადაცდომების მცირედი ეპიზოდები იყოო. ამათთან შეთანხმება არ გამოვა. ბოლომდეა მისაყვანი, რამდენი წელიც არ უნდა დააჭირდეს, სანამ არ გაქრებიან პოლიტიკიდან.

არავინ უნდა დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში, ვინც დანაშაულს არ აღიარებს და არ მოინანიებს.

 

ერთ-ორ შიდა თემაზე დავწერ და შობამდე მხოლოდ ახალი წელი და პოზიტივი. სჯობს შემდეგაც. ამოვიდა ყელში მარგინალურ პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი. ირგვლივ მსოფლიო დუღს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner