logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: დააკავეთ ეს გარეწარი, რას ელოდებით
- +

25 დეკემბერი. 2021. 13:30

 

 

პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დააკავეთ ეს გარეწარი, რას ელოდებით, ბავშვმა ალუმინის ქვაბი მოიპარა და 12 წელი მიუსაჯა სააკაშვილის სასამართლომ, მკვლელობაზე რატომ არ ასამართლებთ, გვითხარით მაინც. გაწმინდეთ პროკურატურა ნაცნარჩენებისაგან...

 

ამაზე მეტი რა მტკიცებულება გინდათ, მოლაშვილი პირდაპირ ადებდა ხელს, ბოკერია უყურებდა ჩემ წამებასო.

შსს განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ყოფილი სპეცრაზმელი, ნიკა ბერიძე 2006 წლის 27 მარტის ციხის ბუნტზე: (ამონარიდი)

„ბაჩო ახალაიამ გადატენა ავტომატი და დაიყვირა, მიუშვით ამათი ქათამი დედას შევ…იო და მართლაც, მიუშვეს ავტომატის ჯერი ციხის კედლებს და საკნების ფანჯრების გისოსებს. თან ისროდნენ ე.წ. ტრასირებული ტყვიებით, ღამით რომ ანათებს. ისროდნენ ახალაია, მისი ძმა დათა, მეგი ქარდავა და სასჯელაღსრულების სპეცრაზმი. ჩვენ ახალაიას ბრძანებას არ ვემორჩილებოდით, სროლის ბრძანება ჩვენთვის არც მოუცია. ამასობაში გამოჩნდა გიგა ბოკერია. მხარზე მასაც ავტომატი ეკიდა - „აკაეს-უ”. ბოკერიამ ესენი კიდევ ცოცხლები არიან, ამათი დედები მოვ…ო და მანაც მიუშვა ჯერი ციხის ფანჯრებისკენ. თან ბაჩო ახალაიას მიუთითებდა, საითკენ ესროლათ, იმისდა მიხედვით, ციხის რომელ ფანჯარაში გამოჩნდებოდნენ პატიმრები. მე პირადად გამოვიტანე საკნებიდან 2 გვამი. ეზოში სადღაც 10 ცხედარი ესვენა... რამდენი დაიჭრა და რამდენი მოკლეს სულ, არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ ამ სასაკლაოში პირადად მონაწილეობდა ბოკერია“, წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner