logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ქრისტიანი ვარ და ვამბობ, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში,
- +

25 დეკემბერი. 2021. 13:31

 

 

პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე  მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოთქმულ პატიებისა  და შერიგების მოთხოვნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 ვისაც ნაცხროვის და მათი ამფსონების მიმართ პრეტენზია არ გაქვთ და პატიებას აპირებთ, დადეთ პინაზე სააკაშვილის სიყვარული და თქვენი შვილების სიცოცხლე, მერე ისაუბრეთ სხვა დანარჩენზე...

 

 

ჩემი და ჩემსავით გამწარებული ხალხის მაგიერ ვის რას პატიობთ და ვის ურიგდებით,მკვლელებს? ეს არ მოხდება, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამას არც მომასწროს უფალმა...

 

 

ნაცხროვა უნდა გასამართლდეს და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ... არავინ გამოვარდეს ახლა და არ მითხრას, რას ბრძანებთ, ქრისტიანი კაცი ხარ და ასე არ შეიძლებაო. დიახ, ქრისტიანი ვარ და ვამბობ, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, მე ვერავის ვერაფერს ვაპატიებ, - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner