logo_geo
eng_logo
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მადონა ჩადუნელის განცხადებით, მას წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის ხელფასს არ უხდიან
- +

25 დეკემბერი. 2021. 14:23

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კოორდინატორის, მადონა ჩადუნელის განცხადებით, მას წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის ხელფასს არ უხდიან.

 

„მე არ ვიცი, რა ხელფასი იყო განკუთვნილი. ახლობლის თხოვნით მივედი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჩვენი სოფლიდან ვინც იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, იმის გვერდში დასადგომად. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ მოდი, გვერდში დავუდგეთო. შემდეგ გავიგე, რომ სხვა რაიონებში 3 თვე იღებდნენ კოორდინატორები ხელფასს, მე კი არც ერთხელ არ ამიღია მთელი კამპანიის განმავლობაში. არავის გავხსენებივართ - რომ გაემარჯვათ, ალბათ, ერთჯერადად მაინც მოგვცემდნენ. ჩემი სოფლელები დღესაც აწუხებენ იმ გოგოს, ვისი თხოვნითაც მე გვერდში დავუდექი დეპუტატობის კანდიდატს. რამდენიმე მათგანს ამ გოგომ თავისი ჯიბიდან მისცა, მაგრამ ისიც უხელფასოდ დატოვეს და მომერიდა მისი შეწუხება“, - აცხადებს მადონა ჩადუნელი imedinews-თან საუბარში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner