კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებულია რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, კონტროლდება მწვანე პასპორტი, დისტანციის დაცვა. მონიტორინგი ხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესშიც.
კურორტ გოდერძიზე ამჟამად უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს სასტუმროები, კოტეჯები.
აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.
აჭარაში ზამთრის სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით ხორციელდევა კოვიდ-რეგულაციების კონტროლი.
კურორტზე სამაშველო ჯგუფი აღიჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მაშველებს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე “პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში"