logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტს პროექტის - ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ტექნიკა გადაეცა
- +

25 დეკემბერი. 2021. 18:20

 

 

„სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტს პროექტის - ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ტექნიკა გადაეცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერთან თინათინ ტყეშელაშვილთან ერთად, UNDP-ის პროექტის - ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას 63 პერსონალური კომპიუტერი, 43 პორტატული სკანერი და 18 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა.

 

ტექნიკა რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის ნაწილს მუნიციპალიტეტის მერიები, კერძოდ: პორტატულ სკანერებსა და პერსონალურ კომპიუტერებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებს გადასცემენ.

 

ტექნიკური აღჭურვილობა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დისტანციური სერვისის დანერგვასა და განვითარებაში. ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, ელექტრონულად მიმართონ სასურველ ორგანოს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner