logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: არაკორექტულად მიმაჩნია ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხრიდან იზორიაზე თავდასხმები
- +

2 აგვისტო. 2016. 15:47



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე  დარწმუნებულია, რომ ლევან იზორია მზადაა გამოწვევებისთვის.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ არაკორექტულად მიაჩნია ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მხრიდან ლევან იზორიაზე თავდასხმები.


„მე ობიექტურად არ მიმაჩნია კრიტიკის საგნად ლევან იზორიას კანდიდატურა. პიროვნულად ბატონი ლევანი ჩემთვის არის ძალიან ახლობელი, სრული თანხვედრა გვაქვს ღირებულებების დონეზე. ეს არის ძალიან ჯანსაღად და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი.  დარწმუნებული ვარ, ის მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სტატუსიდან გამომდინარე ექნება.

 

გულწრფელად გეტყვით, რომ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, არაკორექტულად მიმაჩნია ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხრიდან მასზე თავდასხმები. როდესაც ქალბატონი თინათინი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, ჩვენ ასეთი წინასწარი უარყოფითი ფონი არ შეგვიქმნია და მგონია, რომ ლევან იზორიას აქვს იმდენი ნდობა და პოტენციალი, რომ მიეცეს საშუალება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და ამის შემდეგ შევაფასოთ და არა წინასწარ. ლევან იზორია არის ნიჭიერი და კარგი პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრ სფეროში იყოს წარმატებული, მათ შორის, თავდაცვის სფეროში", - განაცხადა ფოფხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner