logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არ არის - ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორით
- +

25 დეკემბერი. 2021. 23:01

 

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით - ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„თავის დროზე იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში - ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე - გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია, თუმცა მაშინ იყო პოლიტიკური მოცემულობა, რის გამოც გადაწყდა ერთიანად ასეთი სამსახურის შექმნა.

 

დღეს არის დრო იმისათვის, რომ სათანადოდ გაიმიჯნოს ეს ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფუნქცია. ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ გამართული, არამედ აუმჯობესებს დღეს არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner