საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილეს ულოცავს.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი ერის სულიერ წინამძღვარს, ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს.
მართლაც, საქართველო ბედნიერია, თქვენი სახით ჰყავდეს სულიერი მამა, რომლის როლიც უდიდესია ეროვნული თვითმყოფადობის, სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და იმ ფასეულობების განმტკიცებაში, რომლის ერთგულებითაც, საქართველოს ამაყად უჭირავს ღირსეული ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში.
დღეგრძელობას ვუსურვებ პატრიარქს, ღმერთს ვთხოვთ, მრავალი წელი სიბრძნითა და რწმენით კვლავ გაუძღვეთ ჩვენს ქვეყანას და ერს“, - ნათქვამია დავით ზალკალიანის მილოცვაში.
დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. მისი პატრიარქად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა.