logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შემდეგი 3 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ „ნაცმოძრაობის“ დასასუსტებლად
- +

26 დეკემბერი. 2021. 00:03

 

 

„როდესაც ქვეყანაში არის 2 მთავარი პოლიტიკური ძალა და ერთ-ერთი დამნაშავე ძალაა, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, პოლარიზაცია ყოველთვის იქნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, აქედან ერთადერთი თეორიული გამოსავალი ისაა, რომ მათ აღიარონ, ბოდიში მოიხადონ და წავიდნენ.

 

„ამის არავის გვჯერა. მათ რომ ჰქონდეთ ასეთი ღირსება, ბუნებრივია იმ დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ. ამიტომ პრაქტიკულ გამოსავალზე თუ ვისაუბრებთ, ეს დამნაშავე ძალა უნდა დასუსტდეს. ჩვენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ძალის დასასუსტებლად - ეს არის ერთადერთი გზა პოლარიზაციის დასასრულებლად“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner