logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ისევ ვაწყდებით ვანდალიზმის ამაზრზენ ფაქტებს
- +

26 დეკემბერი. 2021. 02:43

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“მაშინ როცა საახალწლოდ მორთული თბილისი ახარებს ჩვენს პატარებს, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებენ საქართველოს ულამაზესი დედაქალაქის ქუჩებს და ჩვენც სიამაყით გვევსება გული, ისევ ვაწყდებით ვანდალიზმის ამაზრზენ ფაქტებს.

ვფიქრობ, ეს კადრები საჯარო უნდა იყოს, რომ ყველამ გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე. რამდენად მძიმე და გულსატკენია, როდესაც ასე ანადგურებენ იმას, რაც ჩვენი შვილებისთვის, თბილისელებისთვის, სტუმრებისთვის სიყვარულით გაკეთდა.

დამტვრეული და დაზიანებულია საახალწლო სოფლის რუკა განათებებით. ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა, თუმცა პრობლემა გაცილებით დიდი და ღრმაა.

ჩვენი წლევანდელი საახალწლო სურვილი “მეტი სიყვარულია”- ერთმანეთის, ქალაქის, საქმის მიმართ.” - წერს კახა კალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner