იტალიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ANSA იტყობინება.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 50 599 შემთხვევა დაფიქსირდა, 141 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. წინა ანტირეკორდი გუშინ, 24 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსი 44 595 ადამიანს დაუდასტურდა.
მანამდე მარიო დრაგის მთავრობამ COVID-19-თან საბრძოლველად ახალი შეზღუდვები შემოიღო, მათ შორის, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. ასევე დაიხურა ღამის კლუბები და საცეკვაო დარბაზები, 31 იანვრამდე აიკრძალა ღია ცის ქვეშ ხალხმრავალი წვეულებების გამართვა, ასევე 9-დან 6 თვემდე შემცირდა ვაქცინირებულ პირებზე გაცემული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადა.