logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ეს შერიგება მხოლოდ იმიტომ მოიფიქრეს ,რომ როგორმე მიშა გამოიყვანონ პატიმრობიდან
- +

26 დეკემბერი. 2021. 02:50

 

 

„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

“არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ემოციები ,რაღაც ,გაუგებარ შერიგებასთან კრიმინალ, დამნაშავე სექტასთან,ნაცებთან დაკავშირებით.

შერიგებაზე ლაპარაკი მას შემდეგ შეიძლება ,როდესაც სასჯელს მოიხდიან დამნაშავეები, აღიარებენ დანაშალს ,მოინანიებენ და ბოდიშს მოიხდინ. ამათ არც პასუხი უგიათ დანაშაულებზე,არც უღიარებიათ და სინანულიც კი არ გამოუხატავთ იმ სისასტიკეებზე რაც ,ჩადენლი აქვთ. ეს შერიგება მხოლოდ იმიტომ მოიფიქრეს ,რომ როგორმე მიშა გამოიყვანონ პატიმრობიდან. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ძალიან ნათელია საზოგადოებისთვის,ისე რომ ვის ატყუებენ ვერ გამიგია . მადლობა მინდა გადავუხადო "უცნობს" გია გაჩეჩილაძეს, როგორც ყოველთვის სიმართლის და სწორი პოზიციის გამოხატვის გამო. ჯერ ჩვენ ,სააკაშვილის რეჟიმისგან გან განადგურებულ ოჯახებს და დაზარალებულ საზოგადოებას გვკითხონ, გვინდა თუ არა, ამ კრიმინალებთან შერიგება,მაშინ როცა, სინანულს კი არა ,აგრესიას გამოხატავენ, ძველებურად .პროვოკაციულ აქციებს და მუქარებებს აგრძელებენ. მათ მხოლოდ,ერთი მიზანი ამოძრავებთ, როგორმე ,ნებისმიერი გზით, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ,რათა დაიბრუნონ ძალაუფლება, აი ,მერე კი , ძნელი წარმოსადგენი არ არის, რასაც მოიმოქმედებენ ,ხალხის და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, მინდა ვთხოვო ხელისუფლებას და ჩვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და შერიგება კი არა, პასუხი აგებინეთ ყველას, იმის მუხედვით,რაც აქვთ ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. ეს არის მარტო ჩემი კი არა ,საზოგადოების სურვილი და თხოვნა. უკვე საკმარისი დრო გავიდა მას მერე რაც მანამდე უნდა მომხადრიყო. თუმცა ,ნათქვამია ,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.“ - წერს ია მეტრეველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner