ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხესთან ერთად აინთო ქალაქის სადღესასწაულო განათებები. ღონისძიება ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით ჩატარდა. ასევე მოეწყო სამეწარმეო ბაზრობა. ზუგდიდი ახალ წელს გალა-კონცერტით შეხვდება. გალა-კონცერტი პრემიერის ინიციატივით რეგიონებში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ.
„დღეს განათდა ზუგდიდის ცენტრალური ნაძვის ხე. ვულოცავ ჩვენს ზუგდიდელებს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და ახალგაზრდული სათათბიროს ინიციატივით ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მრავალრიცხოვანი დამსწრე გვყავს. ასევე, პრემიერის ინიციატივით, ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება საახალწლო ღონისძიებები. დასრულდება 31 დეკემბერს გალა-კონცერტით, სადაც ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები შექმნიან ამაღლებულ საახალწლო განწყობას და ამ ინიციატივისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მთელ საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.