logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს NATO-რუსეთის საბჭოს მოწვევას გეგმავს
- +

26 დეკემბერი. 2021. 14:32

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს NATO-რუსეთის საბჭოს მოწვევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ NATO-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

„შეხვეdრასთან დაკავშირებით რუსეთთან კონტაქტზე ვართ“, – განუცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციalურმა პირმა თურქულ მედიას.

 

NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 2 წელზე მეტია, არ გამართულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 12 იანვარს NATO-ს გენშტაბების შეხვედრაც გაიმართება.

 

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, რის გამოც რუსეთს და დასავლეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად არის დაძაბული.

 

ბრიუსელი მოსკოვს აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

 

NATO-რუსეთის საბჭო 2002 წელს შეიქმნა, როგორც კონსულტაციის, კონსენსუსის, თანამშრომლობის, ერთობლივი გადაწყვეტილებისა და ერთობლივი მოქმედების მექანიზმი. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-მ შეწყვიტა რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა, მათ შორის საბჭოს საქმიანობა. თუმცა, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საბჭოში საკომუნიკაციო არხები ღია ყოფილიყო.

 

ამ პერიოდის შემდეგ NATO-რუსეთის საბჭო სამჯერ შეიკრიბა 2016 და 2017 წლებში და ორჯერ 2018 და 2019 წლებში. საბჭო, სადაც NATO-ს წევრი ქვეყნები და რუსეთი თანაბრად არიან წარმოდგენილი, განიხილება მხარეებს შორის დიალოგის დამყარების, ინფორმაციის გაცვლის, გაუგებრობების შემცირებისა და პროგნოზირებადობის გაზრდის მნიშვნელოვან ფორუმად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner