logo_geo
eng_logo
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკება მოხდა
- +

26 დეკემბერი. 2021. 15:55

 

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

 

შეტაკების შედეგად ასობით პალესტინელებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ასევე დაშავებულია ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი.

 

ამასთან, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებმა ისრაელის ჯარისკაცებს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს, რასაც ჯარისკაცების მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა. გარდა ამისა, ისრაელელმა ჯარისკაცებმა პალესტინელების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა.

 

ასევე, თავდაცვის სამინისტრომ გავრცელა ცნობა, რომ გვიან ღამით პალესტინელებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს ქალაქ ნაბულუსთან მდებარე ისრაელის საგუშაგოს მიმართულებით. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ინციდენტს გამოეხმაურა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ და პალესტინელებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

 

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ცნობით, პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი ცნობით, შვიდმა პირმა დაზიანება ცეცხლსასროლი იარღისგან მიიღო, 35-მა რეზინის ტყვიებისგან, ხოლო 95-ზე მეტმა დაზიანება მიიღო ცრემლსადენი გაზის მოქმედების შედეგად.

 

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვითარება გასულ კვირას დაიძაბა. პალესტინელებმა დასახლება ჰომეშთან მოძრავი ავტომანქანის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რომელშიც სტუდენტები ისხდნენ. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სტუდენტი, ორი კი მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელის უშიშროების ძალებმა სროლებში ეჭვმიტანილი ექვსი პალესტინელი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner