logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ამოხვედით ყელში! – ჯალათებს და მკვლელებს დედამიწის ზურგზე არავინ ურიგდება!
- +

26 დეკემბერი. 2021. 18:25

 

კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი „ეროვნული თანხმობის“ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ოქიტაშვილი წერს, შერიგების საკითხთან დაკავშირებით ხალხს უნდა ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ შერიგება.

 

„ვისთან აგუებთ ქართველ ხალხს შერიგებას?! ვიკავებდი თავს, არ მინდოდა, რამე დამეწერა, მაგრამ ამოხვედით ყელში! რეფერენდუმი ჩაატარეთ და ჰკითხეთ აზრი ქართველ ხალხს და მერე ისაუბრეთ მათი სახელით, მერე…

 

ხალხს, რომელმაც გაუძლო ამ გახრწნილების, ამ ფაშისტების წამებას, ახალგაზრდების ხოცვას, ოჯახების განადგურებას. აი, ამას თუ აპატიებს ქართველი (რაც არა მგონია), მერე დაიწყეთ შერიგებაზე საუბარი.

 

ჯალათებს, მკვლელებს, თავისი ქვეყნის მიწების გამყიდვლებს, არავინ დედამიწის ზურგზე არ ურიგდება! პირიქით – კანონის წინაშე ყველას აგებინებენ პასუხს. ნუ თამაშობთ ქართველი ხალხის ნერვებზე. ჯერ მათ უნდა ჰკითხოთ, ჰკითხოთ!“ – წერს ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner