კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული კონკურსის - „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. დაჯილდოება ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ რამდენიმე ნომინაციაში.
ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეთევან დუმბაძის ინიციატივით წელს დაფუძნდა. მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა.